Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:20 16.04.2018
ექვთიმე თაყაიშვილი სამუსულმანო საქართველოს შესახებ

ფეისბუკგვერდი „მატიანე“

 

ექვთიმე თაყაიშვილი სამუსულმანო საქართველოს შესახებ:

"მუსულმანი ქართველები ყოველგან თვალსაჩინოდ განირჩევიან სხვა სამუსულმანო საქართველოს მცხოვრებთაგან - თურქებისგან, ქურთებისგან, თარაქამებისგან და სხვებისაგან, განირჩევიან სახით, ჩაცმა-დახურვით, ზნე-ჩვეულებებით, დარბაისლობით (პირველ თქმულია ძველთაგან სიდარბაისლე მესხისა), სიდინჯით და პატიოსნებით. ტანისამოსი მამაკაცისა ისეთია, როგორიც გურულებისა, აჭარლებისა და ლაზებისა, ესე იგი ჩაქურა, ხოლო აჭარლები ქობულეთლებისგან განირჩევიან ხასიათით. მათ შორის სისხლის აღება არ არსებობს, მრავალცოლიანობა იშვიათია, ხალხი მშვიდია, პატიოსანი, ქურდობა მათ შორის შეუძლებელია. ხახულის მუხთარს ვკითხე, ქურდობა თუ არსებობს თქვენ შორის-მეთქი? დიდად გაიკვირვა, - ქურდობა ჩვენში ა რ ა ვ ი ს გ ა უ გ ო ნ ი ა ო , ქურდი ქურთია, ჩვენში შეუძლებელიაო."

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge