Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

22:08 16.04.2018
„თუ დავით აღმაშენებელი ფანტაზიორი იყო, თამარ მეფე - მრუში, სააკაძე - მოღალატე, მაშინ რა გვქონია საამაყო, ერო? “

თსუ ასოცირებული პროფესორი თამუნა ხელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, საკუთარი ქვეყნის ისტორია არ იცით, ბატონო პრეზიდენტო, იმ ქვეყნის ისტორია, რომლის პრეზიდენტიც ხართ. ქართველი ერის არჩეული ქართველი ერის უარმყოფელი მგონიხარ. ილია შესაძლოა სიბერითაც გარდაცვლილიყო, მაგრამ ისევ ის ილია იქნებოდა ქვეყნისთვის თავგანწირული. აი, ზოგიერთების გარდაცვალებას თუ ერქმება გარდაცვალება და 2 საუკუნის შემდეგ თუ ემახსოვრება ერს?! ამაზე ვერ ვიცინებ, უფრო სატირლად აღვიქვამ. მგონი, ქართველებშია ეს სენი - საკუთარს ჭამდე და ამცირებდე. თუ დავით აღმაშენებელი ფანტაზიორი იყო, თამარ მეფე- მრუში, სააკაძე- მოღალატე, მაშინ რა გვქონია საამაყო ერო? არა, მე როგორც დედა, როგორც ფილოლოგი, ლექტორი , პედაგოგი და უბრალო ქართველი, არავის მივცემ უფლებას ჩემი წინაპრების, ვის ძვლებზეც აშენდა ქვეყანა, უდიერად მოიხსენოს. მე ამას მოვუწოდებ ყველას!“, წერს თამუნა ხელაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge