Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:57 16.04.2018
„ამ ყველაფერს აღარ გავიხსენებდი, რომ არა ზვიად ქორიძის დღევანდელი მსგავსი უმსგავსი საქციელი“

ჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ბრიფინგს ეხმაურება და შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის წარსულიდან ერთ ამბავს იხსენებს: 

 

„ქართულში არსებობს სიტყვა "ბოდიში". დღეს პრეზიდენტის ბრიფინგზე ზვიად ქორიძისგან ვერც მე და ვერც მაყურებელმა ვერაფერი გაიგო "უდოს კომისიის" ექვსჯერ უარის და პრეზიდენტის პასუხისმგებლობის შესახებ. ეს ქორიძის დახვეწილი ხერხია.

მახსოვს შევარდნაძის დროა. ერთ გახმაურებულ მკვლელობაზე აქტიურად მუშაობდა ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი. მკვლელების გამოშვებაში დიდი ფული გადაიხადეს. პოლიციელი, რომელმაც ეს მკვლელობა გახსნა, არ ჩერდებოდა. არ ჩერდებოდა ჟურნალისტთა კორპუსიც... საქმის გამხსნელ პოლიციელს ბატონი ოთარ გამყრელიძე იცავდა. ბატონმა ოთარმა ჩემთან ერთად მიიტანა გაზეთ "7 დღეში" წერილი დასაბეჭდად. ზვიად ქორიძეს ჩააბარა. გოგოები რედაქციაში არ დამხვდენენ. მეორე დღეს გაზეთში ოთარ გამყრელიძის წერილი შემოკლებით იბეჭდება, ზვიადის ბინძურ მინაწერთან ერთად. მკითხველი ვერაფერს გაიგებდა. რეალურად რა მოხდა ამ მკვლელობისას. ამ ყველაფერს ალბათ აღარ გავიხსენებდი, რომ არა ზვიად ქორიძის დღევანდელი მსგავსი უმსგავსი საქციელი... დღეს ვერც მე და ვერც მაყურებელმა გაიგო "უდოს კომისიის" ექვსჯერ უარის, პრეზიდენტის პასუხისმგებლობის შესახებ. ეს მისი დახვეწილი ხერხია.
სირცხვილია ზვიად!“, წერს თამარ მოლაშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge