Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:20 16.04.2018
„თუ უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა "უდოს" კომისიამ ექვსჯერ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე?“

საპარლამენტო უმრავლესობის წვერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში ეხმაურება პრეზიდენტის მიერ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს:

 

„25 წლის გოგო, საკუთარი შვილების თვალწინ მოკლა!!! შეწყალება ზოგადად ჰუმანური აქტია და ვერც ყველაფერს გათვლი, მაგრამ გათვლას და შესწავლას საერთოდ რომ არ ჰქონია ადგილი, ესაა შეუწყნარებელი! კაცი სასჯელს იხდიდა "ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის". თუკი ინფანტილური და უპასუხისმგებლო არა ხარ, ხომ უნდა იკითხო, რატომ უთხრა "უდოს" კომისიამ უარი მსჯავრდებულს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე, არა ერთხელ, რაც უკვე დამაფიქრებელია, არამედ ექვსჯერ!!! "ცანცარა" მინდიდა დამეწერა, მაგრამ ამ საზარლობის ფონზე რაღაც მხიარული სიტყვაა!!“, წერს გია ვოლსკი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge