Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:17 16.04.2018
21 აპრილს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ანსამბლ ,,შავნაბადას“ სოლო კონცერტი გაიმართება

 

21 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ სოლო კონცერტს  გალათას ისტორიულ უბანში, ანგლიკანურ ეკლესიაში გამართავს. ტაძარი ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

 

როგორც ,,ჯორჯიან თაიმსს" აცნობეს, კონცერტი მიზნად ისახავს ქართველი ემიგრანტების, აფხაზებისა და თურქეთში მცხოვრები სხვა სტუმრებისთვის ქართული სიმღერისა და კულტურის პოპულარიზაციას, ასევე ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო არამატერიალური კულტურის მონაპოვრის წარდგენას.


,,შავნაბადას“ საგასტროლო რეპერტუარში შესულია, ყველა კუთხის ხალხური სიმღერა, მათ შორის აფხაზური ხალხური და ის პოპულარული მელოდიები, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფ ადამიანებს. ქართველებს, აფხაზებს, თურქებსა თუ სხვებს.  საგასტროლო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, მათთვის ანსამბლ ,,შავნაბადას“ წევრები ქართული მუსიკის მასტერკლასსაც გამართავენ.


თურქეთში ანსამბლ ,,შავნადას“ მასპინძლობს კაფე ,,გალაკტიონი“. 

 

ბილეთების შეძენა შესაძებელია, სტამბოლში ,,ქართულ კულტურის სახლში“, კაფე ,,გალაკტიონში“ ან შესაძლებელია დაჯავშნა, ტელეფონის ნომრით +90 (537) 573 76 00

ასევე შესაძლებელია ბილეთების ონლაინ ყიდვაც. https://ishavnabada.wixsite.com/shavnabada

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge