Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:17 16.04.2018
,,ქართულ ეკონომიკაში მონოპოლიების განვითარების რისკი არსებობს" - მამუკა ბახტაძე

ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის მისამართით არსებულ პრეტენზიებზე ისაუბრა. ბახტაძის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი "ახალი სამართლიანი თამაშის წესებისთვის" მუშაობს და ეთანხმება მოსაზრებას, რომ აქამდე "თამაშის წესები სამართლიანი არ იყო".

 

არასამართლიან თამაშის წესებზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრი შეეხო სასტარტო კაპიტალის რეფორმის აუდიტორიის საკითხსაც.

 

"ესენი იქნებიან ახალგაზრდა სტარტაპერები, მცირე და საშუალო ბიზნესი, რეგიონული განვითარება, სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ჩვენი ემიგრანტებიც, ვინაიდან ინტელექტის დიდი გადინება მოხდა ქვეყნიდან, რომლის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ არასამართლიანი თამაშის წესები იყო", - განაცხადა ბახტაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge