Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:10 16.04.2018
მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ არ შეიძლებოდა ვეფხია ბაქრაძის პირობით ვადამდე გათავისუფლება - მას სამინისტროს საბჭომ ექვსჯერ უთხრა უარი!

25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხვია ბაქრაძეს სასაჯელაღსრულების სამინისტრომ 6-ჯერ უთხრა უარი პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე  "პოსტ კრიპტუმთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროცედურულად, როდესაც განსაზღვრულ დანაშაულზე განსაზღვრულ ვადას მოიხდის, დაწესებულების ადმინისტრაციას აქვს ვალებულება, რომ ადგილობრივ საბჭოს მიმართოს, რათა განიხილოს ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შეეძლო გაეთავისუფლებინა მსჯავრდებული, მას 6-ჯერვე უარი უთხრეს. ე.წ. უდოს კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულის ფაქტები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევები და პიროვნული მახასიათებლები. კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი და მომავალში დანაშაულის ჩადენის რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ის ციხეში.

 

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაწესებულება არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას არ გასცემს, ის კონკრეტული ფაქტების შესახებ გასცემს ინფორმაციას.

 

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge