„გორთან გვირაბში საბურავი გაგვისკდა... გადავაყენეთ ავტომობილი, დაბნეულებმა და აღელვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს, ისიც კი არ ვიცოდით, სად ინახებოდა სათადარიგო საბურავი. დავიწყეთ ფიქრი ევაკუატორზე, ოჯახის წევრებზე, რომ თბილისიდან ჩამოსულიყვნენ დასახმარებლად. მოვიდა პატრულის თანამშრომელი. მიხვდა, რომ დახმარება გვჭირდებოდა... ძალიან დიდი მადლობა გიორგი სურამელს (ეკიპაჟის ნომერი 4208) საოცარ, სამაგალითო ადამიანს, რომელიც დაგვეხმარა მთელი გულით, რამოდენიმე წუთში გამოგვიცვალა საბურავი და მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა!“,წერს არდია.