Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

01:03 15.04.2018
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების საკითხი განიხილეს

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა სირიაში კოალიციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების საკითხი განიხილეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების ერთი ჯგუფის მოქმედებები უხეშად არღვევს გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ გააქტიურონ თანამშრომლობა სირიაში სიტუაციის დასარეგულირებლად. 

 

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge