Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

20:13 14.04.2018
„ეს ხულიგნობაა საერთაშორისო ურთიერთობებში და არცთუ ისე უწყინარი ხულიგნობა“

სირიაში აშშ-ს და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ურთიერთობებში ხულიგნობას წარმოადგენს, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა. "ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ საეჭვო გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელებისას აგრესორი ქვეყნები ყველა ცოდვაში ასადს ადანაშაულებენ. ბოლო დროს კი მოდაში შემოვიდა პასუხისმგებლობის რუსეთზე დაკისრება, რომელიც მათი ვერსიით, ვერ ახერხებს დიქტატორის შეკავებას", - განაცხადა ვასილი ნებენზიამ. მისივე თქმით, ყველაფერი ხდება წინასწარ მომზადებული სცენარით, რაც მოიცავს პროვოკაციას, ცრუ ბრალდებებს, განაჩენსა და სასჯელის აღსრულებას. "თქვენ ასე გსურთ საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა? ეს ხულიგნობაა საერთაშორისო ურთიერთობებში და არცთუ ისე უწყინარი ხულიგნობა იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია ბირთვულ ზესახელმწიფოებზე", - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge