Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

19:38 14.04.2018
„ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან და ახლა სამი ბანკი იღებს ყველაფერს: ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც საქართველოში მაღალ საბანკო განაკვეთზე და ბანკების მონოპოლიაზე საუბრობს: 

 

"ეს მევახშეები უღმერთო პროცენტებს აწესებენ. ევროპაში სადაც ბევრად უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი არის 11%, თურქეთში მაქსიმუმ 16%, სომხეთში 7%, საქართველოში კი 25%. ყველაზე ღატაკ ფენას, ყველაზე დაუცველს, მშიერ ადამიანებს , რომელსაც წამლის და პურის ფული არ აქვს, სამაგიეროდ აქვს ბანკის ვალი. ასეთი რაღაც არ არის არსად მსოფლიოში. ცალკე საკითხია როგორ მოითბო ამ ყველაფერზე თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა. 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ბანკის საერთო კაპიტალი 400 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა კი 2 მილიარდი ლარია. ე.ი 1 მილიარდ 600 მილიონი გააკეთა თავისი მმართველობის პერიოდში ხალხის გაჭირვებაზე. ყველა დაავალდებულა რომ ანგარიშები გადაიტანონ ქართუ ბანკში. საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 %, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი, იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ. იქ უნდა დასაქმებულიყო ასობით ათასი მკვიდრი საქართველოსი, მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე და ამათ შექმნეს თავისი ბანკის კერძო კანტორა. 


პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი, ისინი ანადგურებენ საქართველოს ეკონომიკას. ესენი არიან მევახშეები და ისინი შედიან ყველა ბიზნესში -სამშენებლო, სადაზღვევო ბიზნესი. სადაც რაღაც გაფაჩუნდება, ყველგან შედის ბანკი, ადებს ვალს, შემდეგ უნდა ბიზნესმენს თუ არა, რაც არ უნდა წვრილი ბიზნესი იყოს, დაწყებული ბაზრის პატარა მაღაზიიდან და დამთავრებული საამქროთი, სასტუმროთი ან ტურისტული ბიზნესით, ყველაფერი მოაქვთ და ყველაფერს იდებს ჯიბეში. პრაქტიკულად მთელი საქართველო ხდება ამ მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების საკუთრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვპარავენ მომავალს, გვძარცვავენ თავხედურად, სინდისის გარეშე, ახლა ისინი იწყებენ ე.წ. საპენსიო რეფორმას და ეს არის ივანიშვილის მორიგი აფიორა, იმისათვის რომ ფული გადადინდეს ბანკების ჯიბეებში, და ეს მთავარი მევახშე სხვა მევახშეებთან ერთად ვალებში ამოგვხდის სულს თუ ამის საშუალება მივეცით. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge