Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

18:38 14.04.2018
მილოშ ფორმანი 86 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი რეჟისორი მილოშ ფორმანი, რომელმაც საუკეთესო რეჟისურისთვის ორგზის აიღო ოსკარი (ფილმებისთვის – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ამადეუსი), გუშინ, 86 წლისა გარდაიცვალა. რეჟისორის მეუღლის თქმით, სიცოცხლის ბოლო წუთებში მასთან მისი ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები იყვნენ. ის დაიბადა ჩეხოსლოვაკიაში, 1968 წელს საცხოვრებლად გადავიდა ამერიკაში და მისი სარეჟისორო კარიერაც მთლიანად ამერიკასთან არის დაკავშირებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge