Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:15 14.04.2018
„სირიაში შვიდი წელია, ბავშვებს კლავენ და ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ?“

თურქეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ის დადებითად აფასებს აშშ-ს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ ოპერაციას სირიის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა მიაჩნია, რომ მუდმივი მშვიდობისთვის უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. „გასულ დღეებში ასადის საზიზღარმა რეჟიმმა უდანაშაულო ხალხი, ბავშვები გაანადგურა ქიმიური იარაღის გამოყენებით. იმ ქვეყნებმა, ვინც თავიანთ თავს მსოფლიოს ნამუსად მიიჩნევენ, გადაწყვიტეს რეაგირება მოეხდინათ. სირიაში უკვე შვიდი წელია ბავშვებს კლავენ და ჰუმანიზმი მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, როდესაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს? სად იყავით აქამდე?" - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge