Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:46 14.04.2018
„სარაკეტო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს“

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, ამეირკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმა სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელების სიმტკიცეს აძლიერებს, - ამის შესახებ ბაშარ ასადმა ირანის პრეზიდენტთან, ჰასან რუჰანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. საუბრის შინაარსს სირიის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს. „სირიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს აგრესია სირიელი ხალხის სიმტკიცის გაძლიერებამდე მიგვიყვანს, რათა გააგრძელონ ბრძოლა და დათრგუნოს ტერორიზმი სამშობლოს ყველა მტკაველზე“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge