Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:12 14.04.2018
,,აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო" - გენერალ-პოლკოვნიკი სერგეი რუდსკოი

აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ გაშვებული 103 ფრთიანი რაკეტიდან სირიამ 71 რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განუცხადა.



„არსებული ინფორმაციით, სულ 103 ფრთიანი რაკეტა იყო გამოყენებული. სირიის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა 71 ფრთიანი რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის მსხვერპლი არაა“, - განაცხადა რუდსკოიმ.



მისივე თქმით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების ქმედებები საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში სირიის წარმატებებზე რეაქციას წარმოადგენს.



შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge