Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:14 12.04.2018
ეს დაუჯერებელი ფოტო ცნობილი მატადორის ალვარო მუნეროს კარიერის დასასრულს აღწერს

ეს დაუჯერებელი ფოტო ცნობილი მატადორის ალვარო მუნეროს კარიერის დასასრულს აღწერს. ის შუაგულ ბრძოლაში ხარის სიბრალულმა შეიპყრო და ატირდა, შემდეგში კი ხარებთან ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მოწინააღმდეგე გახდა.

 

თავად მუნერო ასე იხსენებს ამ შემთხვევას: „...და უცებ, მე ხარს სხვა თვალით შევხედე. ის იდგა ჩემს წინ და მიყურებდა. უბრალოდ, მიყურებდა, არც კი ცდილობდა თავდასხმას. და ის განსხეულებული უცოდველობა იყო, ეს უცოდველობა ჩანდა მის თვალებში, როგორც ეს ახასიათებთ ხოლმე ცხოველებს.

 

მისი სახე თითქოს მეუბნებოდა: „მე მძიმედ დამჭრეს პიკადორებმა, მაგრამ მე არ მინდა შენთან ბრძოლა..." ის ვედრებით ამომცქეროდა და თვალებით დახმარებას ითხოვდა. ეს სამართლიანობისკენ მოწოდებას ჰგავდა და სადღაც, ჩემი სულის სიღრმეში მე ვიგრძენი, რომ ხარის მზერა დაახლოებით იმ ვედრებას ჰგავდა, რომლითაც ჩვენ ღმერთს მივმართავთ დახმარებისთვის... ხარის თვალები ამბობდნენ: "მე არ მინდა შენთან ბრძოლა, დამინდე, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია... თუ გინდა, მომკალი, შენი ნებაა, მაგრამ მე არ მინდა შენთან ბრძოლა..."

 

და მე, როდესაც ხარის თვალებში ეს ყველაფერი ამოვიკითხე, თავი უკანასკნელ ნაძირალად ვიგრძენი, ბრძოლა შევწყვიტე და ავტირდი... ამის შემდეგ ვეგეტარიანელი გავხდი და კორიდის წინააღმდეგ გამოვდივარ...“

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge