Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

00:14 11.04.2018
მერაბ ნინიძე სუპერპოპულარულ ამერიკულ სერიალში “სამშობლო” ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სუპერპოპულარულ ამერიკულ სერიალში “სამშობლო” (homeland) გამოჩნდება. გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. სერიალის მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში მერაბ ნინიძე რუსი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს შეასრულებს, რომელიც აშშ-ს ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელია. სეზონის ჯერჯერობით ბოლო, მეცხრე სერია ახლახან გამოვიდა, სადაც მიროვის ხმა ისმის და ადვილად შეგიძლიათ ნინიძის ხმის ამოცნობა. “ფორტუნას” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნინიძის პერსონაჟი ამ სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდში გამოჩნდება, შემდეგ სეზონში კი მისი გმირი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად მოიაზრება. მერვე სეზონის გადაღებები მოსკოვში იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ინფორმაციით, სერიალის პროდიუსერებმა მერაბ ნინიძე ბრიტანულ სატელევიზიო ფილმში “მაკმაფია” ნახეს, სადაც რუსი მაფიის წევრის როლს თამაშობს. “სამშობლოს” პროდისერებს მიროვის როლში სწორედ ნინიძე წარმოედგინათ და ქართველი მსახიობი როლზე დაითანხმეს. შეგახსენებთ, რომ “სამშობლო” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული ტელესერიალია. მას მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა ჰყავს მთელ მსოფლიოში.

 

 

fortuna.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge