Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:53 06.04.2018
„საოცარი ხატია - ,,პეტრეს ცრემლები"

ფეისბუმომხმაებელი ბესო ჩაიჩაძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

 

„საოცარი ხატია. ,,პეტრეს ცრემლები". ალბათ, რამხელა ტკივილი და მწუხარება იგრძნო, როდესაც მისმა საყვარელმა მოძღვარმა შეხედა - შენც პეტრე? შენც უარმყავ? შენც ვეღარ სცნობ საყვარელ მოძღვარს? იესომ შეხედა, მთელი სიყვარულით, მთელი მწუხარებით, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს, პეტრეს თვალებში კი ცრემლები აკიაფდა, მთელი არსებით განიცადა, თუ ვისზე თქვა უარი. მთელი ცხოვრების მანძილზე, პეტრეს ცრემლი არ გაშრობია, ყოველ მამლის ყივილზე ცრემლები სდიოდა მონანულ მოციქულს. ოჰ პეტრევ, პეტრევ, როგორ გაუძელი ამხელა ტკივილის. ნეტავი მცირედიც მაინც შევძლოთ პეტრეს გულში ჩავიხედოთ, მისი ტკივილი გავიზიაროთ. ოჰ, როგორი მწარე იქნებოდა პეტრესთვის ის წამები. მაგრამ ნეტარ ხარ შენ პეტრევ, რამეთუ უფალმა შეიწირა შენი სინანული. ,,სიმონ ბარ-იონა დამჰწყსე ცხვარნი ჩემნი", მაგრამ სად არის ჩვენი ცრემლები, ჩვენი მწუხარება, უფალი ხომ ყოველწამს გველოდება, ყოველწამს ელის ჩვენს თანხმობას, მაგრამ ეჰ.... ღმერთმა მოგვცეს სინანული პეტრე მოციქულისა,“ წერს .

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge