Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

17:22 04.04.2018
"მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა"-რონალდუ

რიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის გულშემატკივრებს, რომლებმაც იგი მატჩის დროს აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი რამ მას აქამდე არასოდეს განუცდია.

 

2017-18 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში რონალდუმ ტურინელებს დუბლი შეუსრულა. მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი რონალდუს მიერ მაკრატელათი გატანილი გოლი იყო, რომელსაც ტურინელმა გულშემატკივრებმა ტაში დაუკრეს.

 

"ეს რაღაც დაუჯერებელი მომენტი იყო. მინდა იუვენტუსის ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. რაც მათ გააკეთეს, ეს საოცრება იყო".

 

"მსგავსი რამ ჩემს კარიერაში არასოდეს მომხდარა და ბედნიერი ვარ", - განაცხადა რონალდუმ

ავტორ(ებ)ი : on.ge