Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:52 03.04.2018
ყველაზე სიმპათიურ არაბ მამაკაცს ცოლს უწუნებენ

საუდის არაბეთში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არაერხელ მოხვდა მსოფლიოს მედიასაშუალებების გარეკანზე, პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასოდეს საუბრობს, თუმცა ბოლო პერიოდში სოცმედიაში ოჯახის ფოტოები გააზიარა.

 

ომარ ბორკან ალ გალა 2015 წელს გახდა ცნობილი. მის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთისთვის „ზედმეტად სიმპათიური“ იყო და ქვეყნიდან გააძევეს, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

 

 

ალ გალა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ცოლის, იასმინის ფოტოებს. წყვილს ჰყავს ბიჭი, დიაბი, რომლის სახესაც მამა არასოდეს აჩენს.

 

 

 

სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდ ნაწილს ომარის რჩეული ლამაზად არ მიაჩნია. იასმინს ბევრი აკრიტიკებს, თუმცა ეს სულ არ უშლის ხელს წყვილს, ბედნიერი იყოს.

 

ავტორ(ებ)ი : ambebi.ge