Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:22 03.04.2018
ულამაზესი ფოტოები - იაპონიაში საკურა ყვავის

იაპონიაში  საკურა, ანუ იაპონური ალუბალი ყვავის. ალუბლის ხეების ყვავილობა იაპონიაში ღირსშესანიშნავი მოვლენაა და უამრავი ტურისტის ყურადღებას იზიდავს.

 

საკურა დეკორატიული ალუბლის ხეების ყვავილობას ნიშნავს, ის იაპონური კულტურისა და იაპონიის სიმბოლოა.

 

ალუბლების ყვავილობისას ადამიანები ხშირად იკრიბებიან, სხდებიან ხეების ქვეშ. თან მიაქვთ საკვები, სასმელები და ზოგჯერ ისმის მუსიკაც. ასეთ ადგილებზე, საიდანაც შეგიძლია, ალუბლის ხეების მკრთალ ვარდისფერ ყვავილებს უყურო, ტოკიოში დიდი მოთხოვნაა.

 

ალუბლების ყვავილობა იაპონიაში ძირითადად მარტის ბოლოს იწყება და აპრილის შუა რიცხვებში მთავრდება, თუმცა, შეიძლება, მაისამდეც გაგრძელდეს.

 

იაპონიაში საკურასთვის განსაკუთრებით ემზადებიან. არსებობს რუკებიც, რომლებზეც დატანილია პროგნოზები, თუ ქვეყნის რომელ ნაწილში რა დროს უნდა ველოდოთ ალუბლების აყვავებას. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge