Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:50 02.04.2018
დღეს ტიციან ტაბიძის დაბადების დღეა

ქართველი სიმბოლისტი პოეტი ტიციან ტაბიძე დღეს 2 აპრილს 81 წლის გახდებოდა(1895-1937) :

,,მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
 
მე დავიბადე აპრილის თვეში
გაშლილ ვაშლების ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემ თვალებიდან.
 
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ – ესეც დარჩება.
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
 
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი;
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი...
 
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული მზე და ქართული მიწა;
ბედნიერებას მას უმალავდენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
 
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს."
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge