Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:13 31.03.2018
თბილისის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს

თბილისის გრან პრიზე 30 მარტს ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. 



sportall.ge-ს ინფორმაციით, 66 კილოგრამში ვაჟა მარგველაშვილმა ფინალში ბრაზილიელი დენიელ კერგნინს დამატებით დროში მოუგო და საქართველოს მეორე ოქრო მოუტანა თბილისის გრან პრიზე.



60 კგ წონით კატეგორიაში ამირან პაპინაშვილი (60) ლუხუმ ჩხვიმიანს შეხვდა და დამატებით დროში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩხვიმიანი და პაპინაშვილი ერთმანეთს უკვე მესამედ შეხვდნენ და ჩხვიმიანმა მესამედ შეძლო თანაგუნდელის დამარცხება. შესაბამისად, ჩხვიმიანს ოქრო შეხვდა, ხოლო პაპინაშვილს - ვერცხლი.



ბრინჯაოს მფლობელები ლაშა ჩადუნელი (60) და თემურ ნოზაძე (60) გახდნენ.



ჩადუნელმა აზერბაიჯანელი ორუჯ ვალიზადა ბრწყინვალე გდებით დაამარცხა. თემურ ნოზაძემ რუსეთის სახელით მოასპარეზე ალბერტ მორგუში დამატებით დროში დაამარცხა.



66 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ლაშა გიუნაშვილი უზბეკ შახრამ ახადოვთან იპონით დამარცხდა.



31 მარტს თბილისის გრან პრიზე ვაჟებში 73 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიების შეხვედრები გაიმართება, ხოლო ქალებში 63 და 70 კილოგრამში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge