Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:32 29.03.2018
ყველაზე გემრიელი სააღდგომო პასკის რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 3 ც კვერცხი
  • 1/4 ჭიქა თბილი წყალი
  • 1/4 ჭიქა რძე
  • 1 შეკვრა საფუარი
  • 5 ს.კ კარაქი
  • 1/2 ჭიქა შაქარი
  • 1 ც ლიმონის ცედრა და წვენი
  • 1 ს.კ ვანილის ექსტრატი
  • 1 ს.კ მარილი
  • 1/2 ჭიქა შავი და ოქროსფერი ქიშმიში
  • 1.2 ჭიქა ცუკატები

 

მომზადება:

ჯამზე მოვათავსოთ წყალი და რძე და დავამატოთ საფური, გავაჩერო 5 წთ . ამ მასას დავამატოთ 3 ს.კ ფქვილი და 2 ს.კ შაქარი,კარგად ავურიოთ. გავაჩეროთ თბილ ადგილას სანამ ამოფუვდება. კვერცხი, შაქარი, ვანილის ექსტრაქტი, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა ავთქვიფოთ ერთად. დავამატოთ საფუვრიანი ცომი, კარგად ავთქვიფოთ. ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილი, კარაქი, შაქარი,მარილი,ქიშმიში და ცუკატები. კარგად ავურიოთ, მიღებული მასა მოვათავსოთ ფქვილიან ზედაპირზე. დავამუშავოთ. მოვათავსოთ ჯამში, წავუსვათ ზეთი, გადავაფაროთ კულინარიული პარკი და გავაჩეროთ თბილ ადგლას 3-4 საათი. ცომი მოვათავსოთ შესაფერის ფორმაში, და გავაჩეროთ 30 წუთი. შემდეგ შევდოთ ღუმელში  350 გრადუსზე 30-40 წუთი.

 

გემრიელად მიირთით! 

ბედნიერ აღდგომას გისურვებთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge