Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:38 29.03.2018
ბათუმში დასრულდა ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში

ბათუმში დასრულდა ევროპის  მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში რომლის გამარჯვებული  ხორვატი ივან შარიჩი გახდა. სასტუმრო ‘შერატონში’ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ლატვიის ფინანსთა მინისტრი,ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატი დანა რიეზნიცე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ესწრებოდნენ.


ასპარეზობა 16 მარტს დაიწყო და 28 მარტამდე გასტანა. ასევე 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო ‘იოტაში’ გაიმართება ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.შეგახსენებთ წელს სექტემბერში ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება სადაც მონაწილეობას 189  ქვეყანა მიიღებს. ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება ფიდეს და ესკ-ს არჩევენები.


გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დაგროვა. მას  ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:


2.რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2738) – 8 ქულა;3.სანან სიუგიროვი (რუსეთი; 2652) – 8 ქულა;


ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.


აღსანიშნავია, რომ   I-XXIII ადგილზე  გასულმა მონაწილეებმა მოიპოვეს 2019 წელს  რუსეთის ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური.


სულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო , მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge