Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:52 29.03.2018
მეცნიერებმა კბილის სენსორი შექმნეს, რომელიც კალორიებს ითვლის

ტაფტსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კბილის სენსორი შექმნეს, რომელიც კალორიებს ითვლის. ამის შესახებ ABC Science წერს.

 

გამოგონება კალორიების დათვლის გარდა მიღებული პროდუქტის შემადგენლობასაც იკვლევს. კონკრეტულად მოწყობილობა აანალიზებს გლუკოზას, მარილის შემცველობას და ალკოჰოლის ოდენობას საკვებში. 

 

სენსორის ზომა დაახლოებით ორი მილიმეტრია. გამოგონება სამი ფენისგან შედგება. მოწყობილობის ქვედა ნაწილი მიკრონაწილაკებს ისრუტავს, ზედა ორი კი მასზე მიმაგრებულ მოწყობილობას ინფორმაციას გადასცემს. 

 

მეცნიერები ამბობენ, რომ კბილის სენსორი მომხმარებლებს კონკრეტული საკვებისა თუ დიეტის ეფექტურობის დადგენაში დაეხმარება. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge