Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

21:11 28.03.2018
საქართველოს მორაგბეთა თვრამეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

საქართველოს მორაგბეთა თვრამეტწლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ტურნირის ნახევარფინალში პორტუგალიას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 25:0 (10:0 – პირველი ტაიმი) დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში კი საქართველომ ჰოლანდია 69:12 გაანადგურა. ფინალში საქართველოს უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ტრადიციული მეტოქე – საფრანგეთი ელოდება. წინა სამი მატჩი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საგულისხმოა, რომ ანგარიშში სხვაობა წლიდან წლამდე იკლებს. საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთი დიდი ანგარიშით – 38:7 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა 31 მარტს გაიმართება.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge