Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

23:45 26.03.2018
ეს ანანიძეა, ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთში საქართველოს დროშა უკვე მეორედ აღმართა

 

რუსული გამოცემა "Gazeta.ru" ქართველ ფეხბურთელ ჯანო ანანიძეს სითბოთი სავსე წერილს უძღვნის:

"ანანიძე, დიახ ეს ანანიძეა, ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთში საქართველოს დროშა აღმართა უკვე მეორედ. ერთხელ მახაჭყალაში, 2014 წელს რუსეთის თასი რომ მოიგო როსტოვის შემადგენლობაში, მეორედ კი დღეს, მოსკოვში, რუსეთის ჩემპიონობის აღსანიშნავად. ეს ცოტა არ იყოს საშიშიც კი არის რუსეთში, დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ბიჭს საკუთარი ქვეყანა უყვარს და აფასებს ქართველ ხალხს, ეს მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა 2009 წელს, როცა მთელი რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია იყო ჩართული იმაში, რომ ანანიძე გამხდარიყო რუსეთის მოქალაქე,  მაგრამ ამ ვაჟკაცმა უარი თქვა და საკუთარი ქვეყანა საქართველო აირჩია. ეს იშვიათი შემთხვევაა უმეტესად რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები თანხმდებიან ასეთ შემოთავაზებას, მაგრამ ანანიძე გამონაკლისია. ის ქვეყნის პატრიოტია და დასაფასებელია მისი ასეთი საქციელი."
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge