Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:48 25.03.2018
„თავად პატრიარქს უთქვამს, ათეისტი იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ უფრო მეტ პატივს მცემდა, ვიდრე «მორწმუნე» ბიძინა ივანიშვილიო“

ეკლესიის მტრები გაჩერებას არ აპირებენ და ეკლესიას კვლავ უტევენ. ამ ბრძოლაში გაერთიანებულნი არიან ფსევდოლიბერალური ძალები ხელისუფლებიდან, არასამთავრობო სექტორიდან, რომელთაც სათავეში გიგა ბოკერიას გუნდი უდგას. ცხადია, ეკლესიის შიგნით მათიმ ხარდამჭერებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ გარეწრებმა მთავარ მიზანს მიაღწიონ, ეკლესია რამდენიმე ნაწილად დაშალონ და თავიანთი გავლენა გააძლიერონ. ვინც შერჩა, ის მრევლიც გაუფანტონ ეკლესიას და ხალხს რწმენა დააკარგვინონ. ეს რწმენა, მართლმადიდებლური ქრისტიანული ფასეულობები, კი ქართველი ხალხის ზნეობის, ცხოვრების წესისა დაღირებულებების საფუძველია.

«ალია» სანდო წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ირაკლი ღარიბაშვილს შეუთვალა, დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, სათავეში ჩასდგომოდა ოპოზიციას და დაეცვა ქართველი ხალხი და ეკლესია დასავლეთის შემოტევისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას დაშლა-გადაგვარებასა და ეკლესიას დაქუცმაცებას უქადის. პატრიარქი ღარიბაშვილს ჰპირდებოდა, რომ ეკლესიას, რაც შეეძლო, ყველაფერს გააკეთებდამისი და მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსაყვანად. ილია მეორისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დაიგეგმაკიდეც, თუმცა, კონკრეტული დრო ჩვენი წყაროსთვის უცნობი იყო. იმავე წყაროს განცხადებით, ეს შეხვედრა კვლავდღის წესრიგშია, მიზეზთა გამო პატრიარქი და ღარიბაშვილი ჯერ არ შეხვედრიან ერთმანეთს და როდესაცშეხვდებიან, ამის შესახებ «ალიას» მკითხველს გარკვეულ ინფორმაციას მივაწვდით. წყარომ დამატებით გვაცნობა, რომ შეხვედრა თუ შედგებოდა, აუცილებლად საპატრიარქოში, მას კი საპატრიარქოსთან ყოველდღიურიურთიერთობა აქვს, მათ შორის პატრიარქთან დაახლოებულ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან, რომლებიცჩართულნი არიან ამ შეხვედრის მომზადების პროცესში და ეს ფაქტი და მასთან დაკავშირებული გარკვეულიდეტალები არ გამოეპარება.

ამ დროისთვის საპატრიარქოში დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდა, პატრიარქის მოწინააღმდეგე ძალები, მეუფე პეტრეს მეთაურობით, უფრო მეტი მონდომებით უტევენ ცალკე ეკლესიასა და ცალკე პატრიარქს. ყველაფერს აკეთებენ პატრიარქისა და მისი მომხრეების დასასუსტებლად და პატრიარქის ტახტის ხელში ასაგდებად. «ალიას» წყარო აცხადებს, რომ, როდესაც პატრიარქმა მეუფე შიო თანამესაყდრედ დაასახელა, პატრიარქის მხარდამჭერისასულიერო პირები ფიქრობდნენ, რომ ტახტისთვის ასეთი გავეშებული ბრძოლა დასრულდა, ღრმად მოხუცებული პატრიარქი შეინარჩუნებდა ძალაუფლებას და რის გაკონტროლებასაც ის ვერ შეძლებდა, თანამოსაყდრეგააკონტროლებდა. წყარო აცხადებს, რომ ახლა ამგვარი გარანტიები აღარ არსებობს, ვითარება იმდენად დაძაბულია, ასეთი რამ საპატრიარქოში ჯერ არ ყოფილა. «არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოში ისეთი მოვლენები დატრიალდეს, შუა საუკუნეების რომის ეკლესიაში მომხდარი სისხლიანი ამბები მონაგონი იყოს. ბევრი და მათ შორის მეც, ვფიქრობდით, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაჭერის შემდეგ, მეუფე პეტრე და მისი გუნდი უკან დაიხევდნენ, რადგან აშკარა გახდა, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობის უკან ისინი იდგნენ, მათ შორის, პატრიარქის ძმისშვილი, მეუფე დიმიტრი, რომლის სიძეცაა სოსო ოხანაშვილი, საპატრიარქოს დაცვის უფროსი. ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მეუფე დიმიტრის ნეიტრალური პოზიცია უკავია, ის შეთქმულებს ჩამოსცილდა, მიუხედავად იმისა, რომ ეპარქიის მმართველადაც დარჩა და წმინდა სინოდის წევრადაც, მას პატრიარქი ახლოს აღარ იკარებს. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არც პატრიარქის მომხრეებს აქვთ. ამის მიუხედავად, მას უკვე აღარ ენდობიან პატრიარქის მოწინააღმდეგენი. როგორც ისინი ამბობენ, მან საკუთარი თამაში ბოლომდე არ ითამაშა, დეკანოზი მამალაძე ბოლომდე და მისი გავლენის სრული გამოყენებით არ დაიცვა, სიძეს, სოსო ოხანაშვილსაც გაემიჯნა და თავის გადარჩენას შეეცადა. შესაბამისად, მას ამიტომაც აღარ ენდობიან. ეს ხალხი უკან აღარაფერზეიხევს, უკვე გამოაშკარავებულნი არიან და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას, უკან არაფერზე დაიხევენ, რომ პატრიარქად თავიანთი გუნდის წევრი მოიყვანონ და ეს, ალბათ, თავად მეუფე პეტრე იქნება. თუმცა, შესაძლოა, სხვა იყოს. უკვე ისე გავიდნენ თავს, რომ საპატრიარქოში ცეცხლსასროლი იარაღით დადიან. მათ საპატრიარქოს დაცვა არჩხრეკს. პირიქით, დაცვის წევრები მკერდზე ეამბორებიან და დალოცვას სთხოვენ. საპატრიარქოში რა უნდა იარაღსდა იარაღიან ეპისკოპოსს, მიტროპოლიტს, წმინდა სინოდის წევრს? საპატრიარქოა თუ საჯარისო ფორმირება? ბარემავტომატებიც დაიჭირონ ხელში და ისე იარონ საპატრიარქოში. მეტიც, ეს ხალხი პატრიარქთან შეხვედრაზეცშეიარაღებული დადის, არც საპატრიარქოს პირადი დაცვა ჩხრეკს მათ. პატრიარქი დაცულიაო, მისი მომხრეები ამბობენ. დაცული კი არა, სრულიად დაუცველია. შეიარაღებული, ანაფორაგადაცმული ბანდიტები ახვევია გარშემო და ამაზე ხმას არავინ იღებს. ეს ამბავი მე საპატრიარქოდან ვიცი და თან პატრიარქის მხარდამჭერად მიჩნეული ეპისკოპოსისგან და დავიჯერო, ჩემს მეტს არავის უთხრა ამის შესახებ? ცხადია, ეს ბევრს ეცოდინება საპატრიარქოში, მაგრამ ჯერ არაფერი გაკეთებულა ამ თავგასულობის აღსაკვეთად. კარგი იქნება, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე სათანადო ზომებს თუ მიიღებს. საპატრიარქოში მისი დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს დაავალოს, საპატრიარქოში შესული ნებისმიერი სასულიერო პირი გაჩხრიკონ, მიუხედავად სასულიერო იერარქიისა, მკერდზე კი ნუ ეამბორებიან მაგ ავაზაკებს. ასევე, შსს-სშესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაატარონ გარკვეული ღონისძიებები, საქართველოს რიგით მოქალაქეებს არ აქვთ იარაღის ტარების უფლება და მათგან არც ეს სასულიერო პირები გამოირჩევიან. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავენი უნდა დაისაჯონ.

რაში სჭირდებათ წმინდა სინოდის წევრებსა და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ცეცხლსასროლიიარაღით საპატრიარქოში სიარული? ვერ გეტყვით, კონკრეტული ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, მაგრამნამდვილად არ გამიკვირდება, პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ამ ადამიანებმა სისხლიანი გადატრიალებამოაწყონ საპატრიარქოში, მეუფე შიო და პატრიარქის მხარდამჭერები მძევლად აიყვანონ ისე, რომ ამის შესახებვერავინ ვერაფერი გაიგოს, «აირჩიონ» პატრიარქად ის, ვინც მათ სურთ და ეს ხალხი მერე გაათავისუფლონ. ეგენი ამაზე წამსვლელები არიან და ვინც ამაზე წამსვლელია, მათ შეიძლება შემდგომშიც აღარ გაუწიონწინააღმდეგობა პატრიარქის მომხრეებმა, რადგან რაც არ უნდა ღვთის რჩეულები ვეძახოთ, ადამიანები არიან დათავზეხელაღებული ავაზაკებისა ყველას ეშინია. მით უფრო სახიფათონი არიან ასეთი ადამიანები, თუ ანაფორააცვიათ. ყველაფერი დროსა და ვითარებაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა სისხლიანი გადატრიალებასაპატრიარქოში, მაგრამ ვიმეორებ, ესენი ამაზე წამსვლელები არიან. ვაჭარბებ? მაშინ ამიხსენით, რატომ დადიანპისტოლეტებით საპატრიარქოში ეპისკოპოსები და მიტროპოლიტები და ჩემს პოზიციას დავთმობ». - განუცხადაწყარომ «ალიას».

«ხელისუფლება ამ ეტაპზე არ ერევა საპატრიარქოს საქმეებში. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ არა ახლა. პატრიარქი ბიძინა ივანიშვილით უკმაყოფილო რომ არის, ეს ყველამ ვიცით. ამის შესახებ «ალიამ» არაერთი წერილი გამოაქვეყნა. საპატრიარქოში ყველა ლაპარაკობს, რომ პატრიარქი ასე დაუცველი ჯერ არ ყოფილა. თავად პატრიარქს უთქვამს, ათეისტი იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ეკლესიას უფრო მეტად აფასებდა და მეც უფრო მეტ პატივს მცემდა, ვიდრე «მორწმუნე» ბიძინა ივანიშვილიო. ასევე, პატრიარქის კიდევ ერთმა ნათქვამმა გამოჟონა: მიშას დროს უფრო დაცული იყო ეკლესია, ვიდრე დღეს. მაშინ მიშა და ხელისუფლება ებრძოდნენ ეკლესიას და ოპოზიცია იცავდა, დღეს კი, ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად უტევს ეკლესიას. რამდენიმე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა კი ცდილობენ ეკლესიის დაცვას, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან არც გავლენა აქვთ და არც ის იციან, ეს როგორ გააკეთონო. მოკლედ, პატრიარქი დიდ უიმედობაშია და გასაკვირი ის არის, ეს ადამიანი, ღრმად მოხუცებული და ლამის უუნარო, არ ნებდება და ამ ბოროტ ძალებთან ბრძოლას კვლავაც აგრძელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ პატრიარქის ბოლო კოზირი მრევლია - თუ სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, მრევლს მოუწოდებს, გარეთ გამოვიდნენ და ეკლესია დაიცვან, დაუდგნენ მეუფე შიოს გვერდით. ეს თუ გააკეთა, მრევლს წინ ვერავინ დაუდგება და მისით ზურგგამაგრებული პატრიარქი, წმინდა სინოდიდან გაყრის ეკლესიის მტერ ეპისკოპოსებსა და მიტროპოლიტებს», - აცხადებს წყარო.

«ალიას» წყარო იმასაც ამბობს, რომ ქართული ეკლესიის ხელში ჩასაგდებად დასავლეთმა გადამწყვეტი ბრძოლა უკვე დაიწყო და ახლო მომავალში ამ გეგმის განხორციელებას აპირებენ. «ჩემი ინფორმაციით და ეს ინფორმაციაკონკრეტული მაღალი იერარქიის სასულიერო პირისგან მაქვს, რომელიც პატრიარქის გარემოცვის წევრია, დასავლეთმა, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებმა, მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან წინააღმდეგობაში მყოფმასხვადასხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა, საერთო ჯამში, 500 000 დოლარი გადმორიცხეს და სხვადასხვა გზითშემოიტანეს საქართველოში. ეს ფული მოხმარდება ქართული ეკლესიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას. ესთანხა გადანაწილდება უკვე არსებულ ულტრალიბერალურ პარტიებზე, არასამთავრობოებზე, შეიქმნება ახალიარასამთავრობოები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, თანხის ნაწილი მოხმარდება სახელისუფლებო დაოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსყიდვას, რომ ზოგი გააჩუმონ, ზოგს კი ეკლესიის საწინააღმდეგო საქმეებიაკეთებინონ, შესაძლოა, ზოგი ღიადაც დაუპირისპირონ ეკლესიას. ასევე, ამ ფულით მოისყიდიან თავადსასულიერო პირებს, სხვადასხვა იერაქიისა და გავლენის სასულიერო პირებს და მათ ყველაფერზე თვალებისდახუჭვასა და დუმილს მოსთხოვენ. ცხადია, ის სასულიერო პირები იგულისხმებიან, ვინც პატრიარქისმხარდამჭერია და ეს ყველამ იცის ან ამ ეტაპზე ღიად არაფერში ერევა და ერთგვარად, ნეიტრალური პოზიციაუკავია. საპატრიარქოში ამბობენ, სატანის აღზევებასა და მეორედ  მოსვლას კი ველოდით, მაგრამ საქართველოდანთუ დაიწყებოდა, ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდითო», - განაცხადა «ალიას» წყარომ.              

 

ალია

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge