Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:11 23.03.2018
,,საშიში“ ყვავილები - ბიზნესი, რომელიც წამლავს

 

ჩვენს სამშობლოში არაერთი შხამიანი მცენარე ხარობს.მასთან შეხებით ადამიანი არ იწამლება, მაგრამ ნაყოფის ან ფოთლის გასინჯვა, ან თუნდაც ოთახში დატრიალებული სუნი შესაძლებელია მომწამვლელი აღმოჩნდეს ადამიანისთვის.

 

ნარცისი, იგივე - ნარკისე,  ძველ ბერძნულ მითოლოგიაში ცნობილია როგორც - მშვენიერი ჭაბუკი.

 

მასზე ლეგენდის მრავალი ვარიანტი არსებობს. ყველაზე პოპულარულია ოვიდიუსის „მეტამორფოზებში“ გამოყენებული მითი: ჭაბუკმა უარყო ფერია ექოს სიყვარული, რის გამოც ღმერთებმა დასაჯეს — ნარცისს ისე შეაყვარეს თავისი გამოსახულება წყალში, რომ თვალი ვერ მოსწყვიტა და გაუზიარებელი სიყვარულისგან მალე კიდეც გარდაიცვალა. ნარცისის სხეული ყვავილად იქცა. გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს — თავის თავზე შეყვარებულ ადამიან.

 

 

 

ნარცისი ადრე მოყვავილე მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. იზრდება ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, წინა და შუა აზიაში. ნარცისის (იგივე ნარგიზის) ზოგიერთი ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს, ბოლქვი კი-ალკალოიდებს. სწორედ ალკალოიდების წყალობით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნარცისი სიმსივნესთან შედეგიანი ბრძოლის იმედის სიმბოლოა, მაგრამ აყვავილებული ნარცისის როლი ამ საქმეში უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

 

სამკურნალოდ არა, მაგრამ სილამაზის და სახლის გაფორმების მიზნით იყიდა ნარცისი ჩვენმა რესპოდენტმა მუხათგვერდის სასაფლაოსთან 2 დღის წინ და თუ რა მოხდა შემდეგ, ამას მისივე ნაამბობიდან გაიგებთ:

 

„2 დღის წინ, მუხათგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე შევიძინე ყვავილი, მოვიტანე სახლში, ჩავდე ლარნაკში და დავყნოსე. საშინელი სუნი ვიგრძენი, თუმცა არ მივაქციე ყურადღება. ცოტა ხანში დამეწყო ინტოკსიკაცია, თავიდან ცხვირის ქავილი, სასაუნთქი გზების წვა და მოწამვლა. სპაზმები რომ გამიძლიერდა, მივიღე ალერგიის არაერთი წამალი, თუმცა, არანაირი შედეგი არ მქონდა. 2 ღამე გავათენე და ჩავთვალე, რომ სხვა მიზეზი იყო, გამოვიძახე სასწრაფო და მათ მითხრეს, რომ ეს იყო სასუნთქი გზების ინტოქსიკაცია ქიმიური საშუალებით.

 

როგორც შემდეგ შევიტყე, ყვავილებს, იმისათვის, რომ მალე არ დაჭკნებს, სპეციალურ ნივთიერებას, - ბალზამს ასხამენ.  სწორედ ამით მოვიწამლე. ასევე, არსებობს ვერსია, რომ ყვავილები სასაფლაოდან გამოაქვთ, შემდეგ ბალზამირებას უკეთებენ და ისე ჰყიდიან.

 

ახლა  უკეთ ვარ. თუმცა, ვფიქრობ, ამ მხრივ  რაღაც კონტროლი აუცილებლად უნდა არსებობდეს, იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრას.“ - აცხადებს დაზარალებული ,,ჯორჯიან თაიმსთან“  საუბარში.

 

ვარაუდობენ, რომ ნარცისი მეცნიერებაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის, თუმცა რამდენად მოხდება ეს ყველაფერი საქართველოში  ბალზამირებული და მოწამლული ნარცისებით, - საეჭვოა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ ნარცისს არ ეხება და ყველა ყვავიილზე ვრცელდება.

 

/სალომე სამხარაძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge