Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

23:26 20.03.2018
როგორ უნდა ავარიდოთ თავი სეზონურ ალერგიას? - ალერგოლოგი გვირჩევს

სუსხიანი ზამთრის შემდეგ გაზაფხულის დადგომა მართლაც, სასიამოვნო და სასიხარულოა, თუმცა, ალერგიული ადამიანების უმეტესობას გაზაფხულის დადგომა  არც თუ ისე ახარებს. მოგეხსენებათ, წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს განსაკუთრებულად მწვავდება სეზონური, ლერგიული დაავადებები.

 

„ჯორჯიან თაიმსის“ მიერ დასმულ კითხვას -თუ როგორ  უნდა ავიცილოთ თავიდან გაზაფხულზე ალერგიული ფონი - ალერგოლოგი მაია მასხარაშვილი პასუხობს:

 

„გაზაფხულზე  ყველაზე  ხშირად  სეზონური რინო-კონუქტივიტი ვითარდება. ამ დროს  ალერგიულ ადმაიანებს  აწუხებთ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: თვალების ქავილი, წვა, ცემინება, ცრემლდენა, რაც,ზოგჯერ შეტევითი ხასიათისაა. ასევე, მასვე ახასიათებს ცხვირიდან წყალივით გამონადენი, - ე.წ. ალერგიული სალუტი,ცხვირის ქავილი, ხშირია კვინკეს შეშუპება და ა.შ.

 

მათ, ვინც არიან ალერგიულები და  იციან, რომელ თვეში იჩენს ალერგიული ფონი თავს, უნდა მიმართონ ექიმს და  ჩაიტარონ სათანადო პრევენცია გამწვავების დაწყებამდე. არსებობს სიმპტომური მკურნალობა, როდესაც ვებრძვით მას, მაგრამ, ყველაზე მართებულია შესაბამისი სეზონის დაწყებამდე, წინასწარ მიმართონ ექიმს.

 

ალერგიული ადამიანები აუცილებლად უნდა ერიდონ ბუნებაში სეირნობასა და ქალაქგარეთ  პიკნიკების  მოწყობას, ყვავილობის  პერიოდში განსაკუთრებით. ასევე,  არ უნდა იარონ მზის სათვალის გარეშე.“- განუცხადა ჯორჯიან თაიმსს მაია მასხარაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge