Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:02 20.03.2018
შოკოლადის ტორტი თუ ჩიტის რძე?.. - ფსიქოლოგიური ტესტი

ადამიანის ხასიათის გამოცნობა იმისდა მიხედვითაც შეგიძლიათ, თუ რომელ დესერტს ანიჭებს ის უპირატესობას. 



თუმცა, ტკბილეულის მოყვარულს შესაძლოა, ჩამოთვლილი დესერტებიდან რამდენიმე მოსწონდეს. 



•  გამჭრიახი, ანგარებიანი და საქმიანი ადამიანები ბეზეს ანიჭებენ უპირატესობას. მათ გარშემო მყოფებს ეჩვენებათ, რომ ისინი რობოტები არიან, რომლებიც გამორჩენაზე ფიქრობენ. მუდამ ნიღაბს ატარებენ და არასდროს გასცემენ საკუთარ ემოციებს. 



•  ცნობისმოყვარე ადამიანს ყველა დესერტს ფხვიერი ნამცხვარი ურჩევნია. განათლებული და ზრდილობიანია. მასთან კამათს აზრი არ აქვს, რადგან დაუმსახურებლად არავის დაუპირისპირდება და თანაც, ყველა კითხვაზე შეუძლია ამომწურავი პასუხის გაცემა. 



"ჩიტის რძეს" მგრძნობიარე ადამიანი ყიდულობს. საკუთარი იდეების განხორციელებას ერიდება. ურჩევნია, ის საქმე აკეთოს, რასაც დაავალებენ. პატიოსანი და კეთილშობილია, თუმცა აშინებს გარშემო მყოფთა აზრი და ცდილობს ისე მოიქცეს, რომ გაკიცხვა არ დაიმსახუროს. 



•  შოკოლადის ტორტი შემოქმედ ადამიანს უყვარს. ხალხთან ადვილად პოულობს საერთო ენას. უამრავი მეგობარი ჰყავს. თავგადასავლები და მოგზაურობა ხიბლავს. მუდამ მზადაა ახალი ცოდნის მისაღებად და გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად. 



•  ხილის ტორტის მოყვარული საკუთარ სამყაროში ცხოვრობს. უყვარს ლამაზი ნივთები და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. მისი ბინა სავსეა ლამაზი მცენარეებითა და შინაური ცხოველებით. ელეგანტურად აცვია, დახვეწილი მანერები აქვს. თუ ხილის ტორტის მოყვარულის გულის მოგება გსურთ, ლამაზად შეფუთული მდიდრული საჩქრები მიართვით. 

ავტორ(ებ)ი : gza.kvirispalitra.ge