Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:49 20.03.2018
ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს

ევროპარლამენტი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

 

ამ პროცესს ემთხვევა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საპარლამენტო რეზოლუციის მიღების თაობაზე და არ გამორიცხავს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი გარკვეულწილად ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც აისახოს.


„მიმდინარეობს მუშაობა, რომ ევროპარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ოკუპაციაზე, ძირითადად, ომზე და ოკუპაციის შედეგებზე. რეზოლუციის მიღებას, ალბათ, ზაფხულში უნდა ველოდოეთ, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე. ამ კონტექსტში ჩვენი პარლამენტის გადაწყვეტილება ძალიან დროულია. მუშაობა გაგრძელდება იმაზეც, რომ ევროპარლამენტმაც თავისი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ამაზე რამდენიმე კვირის წინ საუბარი იყო ევროპარლამენტში საქართველოს პარლამენტის მრავალპარტიული დელეგაციის სტუმრობის დროს“, - განაცხადა ნატალი საბანაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge