Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:13 19.03.2018
"ჩვენ ვგმობთ საარჩევნო ოლქების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე!" - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილი საარჩევნო ოლქები საერთაშორის სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.



"ჩვენ ვგმობთ საარჩევნო ოლქების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შედეგი და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი შეფასება“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.



ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ექვსი საარჩევნო უბანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი უბნები კი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სხვა რაიონებში მუშაობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge