Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:41 16.03.2018
სტალინის მიერ „გაჩუქებული“ ქართული მიწები და გაყალბებული ისტორია

სტალინის და ქართველთმოძულეების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და ყველაფერ ცუდს სტალინს მიაწერენ. ამ ქართველთმოძულეებს ინტერნეტში „ისტორია ნასწავლი“ უწიგნური მოზარდებიც აყვებიან და იმეორებენ იმათ დემაგოგიას: “კი, როგორ არა, სტალინმა შექმნა აფხაზეთის ავტონომია, სტალინმა გააჩუქა ლორე და საინგილო, სტალინმა წაგვართვა სოჭი. ამ შტერების დემაგოგია იქამდე მიდის, რომ ისტორიული ტაო-კლარჯეთის დაკარგვასაც სტალინს აბრალებენ. ამ დროს, არაფრით არ დაადანაშაულებენ ისტორიულ მეგობარს, თურქეთს. ნუ იტყვით და თურმე რუსებს გაუჩუქებიათ ტაო-კლარჯეთი. რამხელა პარადოქსია, რუსეთი ტერიტორიებს ჩუქნის მზობლებს. სინამდვილეში 1921 წელს საბჭოთა რუსეთის დავდასხმიდან რამოდენიმე დღეში ქემალისტური თურქეთი თავს ესხმის საქართველოს და ძალით იკავებს არდაგანს, ართვინს და აჭარას. მარტში რუსეთის თანხმობით გენერალი მაზნიაშვილი სისხლისმღვრელ ბრძოლებს აწარმოებს აჭარის თურქებისგან გასათავისუფლებლად და აჭარას საქართველოს უნარჩუნებს. ეს ფაქტი ტექნიკურად არის გამქრალი ინტერნეტში თურქეთის პროპაგანდისტების მიერ და ითვლება, რომ რუსეთმა გადასცა თურქეთს ეს ტერიტორიები. საინტერესოა, როგორ უნდა გადაეცა რუსეთს, როცა აღნიშნულ ტერიტორიებს იმ დროს საერთოდ არ ფლობდა. 
1917 წლის შემდეგ რუსეთმა ჯარები გაიყვანა ამიერკავკასიიდან. თურქეთი რომ ითხოვდა ტაო-კლარჯეთს და აჭარას და ჯარით დაიკავა ეს ყველაფერი მიჩქმალულია.

 

მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, მივყვეთ თანმიმდევრობით და გამოჩნდება ვინ რა გააჩუქა და ვინ ვის რა წაართვა.

 

1917 წელს რუსეთში მოხდა რევოლუცია, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის სახელითაა ისტორიაში შესული. სამხრეთ კავკასიაში შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატის დროებითი მთავრობა.

 

1918 წლის 3 მარტს რუსეთის ახალმა მთავრობამ დადო სეპარატისტული ზავი გერმანიასთან და მის მოკავშირებთან. რუსეთს თურქეთის სასარგებლოდ დაათმობიეს ბათუმის და ყარსის ოლქები. თურქებმა ოზურგეთის და ახალციხის მაზრების ოკუპაციაც მოახდინეს, ქართველებმა და სომხებმა ვერ შეაკავეს თურქები. სამხედრო მარცხმა აიძულა სეიმი ეცნო ბრესტ-ლიტოვკის ზავის შედეგები და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო თურქეთთან.

 

1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

1918 წლის მარტში გართულდა სიტუაცია სოხუმის ოლქში, ადგილობრივმა ბოლშევიკებმა საბჭოთა ხელისუფლების დამყარება და რუსეთთან შეერთება დაისახეს მიზნად. აფხაზეთში შემოვიდა ყუბანელ კაზაკთა 2000-იანი რაზმი. ამასობაში ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველოს მთავრობამ აფხაზეთში საკმაოდ მსხვილი საჯარისო ერთეული გაგზავნა. საქართველოს მთავრობამ აფხაზეთს ავტონომია მიანიჭა, მაგრამ აფსუებს დამოუკიდებლობა უნდოდათ. კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა შეუძლებელი გახდა. გიორგი მაზნიაშვილმა სახალხო გვარდია შეტევაზე გადაიყვანა და დაამარცხა სეპარატისთა რაზმები. 19 ივნისს ქართული ჯარი სოხუმში შევიდა. გვარდიამ წინსვლა გააგრძელა და 16 ივლისს სოჭი აიღო, 26-ში კი ტუაფსე. ქართული მხედრობა ყუბანის ველზეც გაიჭრა და ტუაფსედან 24 კმ-ში ქართველებმა ააფეთქეს მტრის ჯავშანმატარებელი და გაანადგურეს მოწინააღმდეგის 4000-იანი ჯარი.

 

1918 წლის 11 ნოემბერს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და საქართველო დატოვა. დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა აჭარის ოკუპაცია, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა 1920 წლამდე.

 

1918 წლის 12 დეკემბერს სომხები ლორესა და ახალციხეში შეიჭრნენ და უიარაღო ქართველი მესაზღვრეები დახოცეს. 20 დეკემბერს ქართული ჯარი კონტრშეტევაზე გადავიდა და ტერიტორიების დიდი ნაწილი გაანთავისუფლა. განწირულ სომხეთს მშველელად ინგლისი გამოუჩნდა. არბიტრის როლი დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისიამ იკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ომში გაიმარჯვა, პოლიტიკური შედეგებით იგი დამარცხებული აღმოჩნდა. ინგლისის ჩარევით საქართველოს ლორე დაათმობიეს და ნეიტრალურ ზონად გამოაცხადეს.

 

1918 წლის 16 დეკემბრერს ე. გეგეჭკორმა ბრიტანეთის სამხედრო მიისას აცნობა, დენიკინი ჯარებს აგროვებს ტუაფსეში და საქართველოს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად ემგზავრებაო. ჩვენ მზად ვართ დავთმოთ სოჭის მაზრა, თუ იქ დენიკინი არ შევაო. არბიტრის როლი ისევ ინგლისმა იკისრა. როგორც კი ქართული ჯარი სოჭიდან გავიდა, იქ მაშინვე დენიკინის ჯარები შეიჭრნენ. ამის შემდეგ იგი გაგრაში გადმოვიდა. სქართველოს ხელისუფლებამ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და თავდაცვითი ომისთვის მზადება დაიწყო.

 

1919 წლის ივნისს გეგეჭკორმა პარლამენტს აუწყა 
დენიკინის არმია სქართველოსკენ დაიძრაო. წითლებთან ბრძოლაში გაამაყებული დენიკინი საქართველოს დამოუკიდებლობას უკვე აღარ აღიარებდა და მხოლოდ ავტონომიაზე იყო თანახმა. ინგლისმა ამ მოთხოვნააზე ხელი ააღებია და სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. შეიქმნა დემილიტარიზებული ზონა. საქართველოს სოჭი დაათმობიეს.

 

1919 წლის იანვარში ანტიქართულმა ძალებმა შექმნეს ყარსის რესპუბლიკა, რომელიც პრეტენზიას აცხადებდა აჭარაზე და ახალციხე-ახალქალაქის რეგიონებზე. ყარსის რესპუბლიკის ჯარებმა ახალციხე აიღო. ინგლისი და თურქეთი მხარს უჭერდა ყარსის რესპუბლიკას, მაგრამ მას შემდეგ რაც ქართულმა ჯარმა დაამარცხა პროთურქული ძალები, ინგლისმა პოზიცია შეიცვალა.

 

1919 წლის 14 მარტს საქართველოს მთავრობამ დელეგაცია გაგზავნა ვერსალში. ქართულმა მხარემ წარადგინა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც საქართველოს საზღვრებში უნდა შესულიყო ქუთაისის და თბილისის მაზრები, ბათუმის, სოხუმის და ზაქათალას ოლქები, ყარსის ოლქი და ტრაპიზონის ვილაიეთის ნაწილი. ერთა ლიგას ამ საზღვრებში საქართველო არასდროს უცვნია, მიუხედავად იმისა, რომ დემაგოგები ამას თავგამოდებით ამტკიცებენ. ამას ისიც ამტკიცებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ 1921 წლის იანვარში აღიარა ევროპის 8 სახელმწიფომ, გასაბჭოებამდე 1 თვით ადრე.

 

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის გასაბჭოება მოხდა. ჟორდანია აპირებდა აზერბაიჯანის დახმარებას, მაგრამ მათ კურსი რუსეთ-თურქეთის ალიანსზე აიღეს და უომრად შემოუშვეს რუსებიო. მალე საბჭოთა აზერბაიჯანი თავს დაესხა საქართველოს, მაგრამ დამარცხდა. 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა და საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას. რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა ქუთაისი-თბილისის გუბერნიებით, ბათუმის, სოხუმის, ზაქათალას ოლქებით. მაგრამ ეს უკანასკნელი გააპროტესტა აზერბაიჯანულმა მხარემ, ამიტომ შეთანხმდნენ, რომ ზაქათალას ოლქის საკითხს საერთაშორისო არბიტრაჟი გადაწყვეტდა.

 

აჭარაში საქართველოს პოზიციას იცავდა სამუსლიმანოს საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტი, რომელსაც მემედ ბეგ აბაშიძე მეთაურობდა. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში გაიმართა ქართველ მაჰმადიანთა ყრილობა, რომელმაც დაადგინა აჭარის საქართველოსთან სამარადისო შეერთება. 1921 წლის კონსტიტუციით აჭარას ავტონომიის სტატუსი მიენიჭა.

 

1921 წლის 11-12 თებერვალს ლორეს სომხური მოსახლეობა აუჯანყდა საქართველოს, მათ მალე შეუერთდა სომხეთიდან წითელი არმიის ათასეული და აზერბაიჯანიდან მე-11 არმია. კონფლიქტი თავიდან საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანისკონფლიქტად შეფასდა. მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ სინამდვილეში რუსები ებრძოდნენ. საქართველოს ყოველი მხრიდან შეუტიეს. 16 თებერვალს რევკომმა ფილიპე მახარაძის თაოსნობით წერილით მიმართა დასახმარებლად ლენინს. მე-11 არმიამ მთელი კახეთი დაიკავა და თბილისს მიუახლოვდა. 18-22 თებერვალს მაზნიაშვილმა და ანდრონიკაშვილმა მოიგერიეს მტრის შეტევა და დიდი ზარალი მაიყენა. მაგრამ ჯიჯიხიამ ამოცანა ვერ შეასრულა და საშუალება მისცა მტერს ავჭალა-მცხეთის გზაზე გაჭრილიყო და ზურგიდან შეექმნა საფრთხე ქართული ჯარისთვის. საბრძოლოდა ფსიქოლოგიური უპირატესობა ქართველების მხარეს იყო. მათ გაანადგურეს დადაატყვევეს მტრის რამოდენიმე ათასი ჯარისკაცი, მაგრამ მტერი შევსებას ღებულობდა ქართველებს კი რეზერვი ელეოდათ. ჟორდანიამ და მინისტრების უმრავლესობამთბილისსი გამაგრება ამაო მსხვერპლად მიიცნია და 24 თებერვალს ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს. 25 თებერვალს მტერი თბილისში შევიდა. ქართველები მცხეთაში შემდეგ კი გორში გამაგრდნენ. უბრძოლველად არ დაუტოვებიათ არც სურამი და ქუთაისი. ჟორდანიამ ლენინის კაპიტულაციური აქტი უარყო.

 

1921 წლის 16 მარტს ქემალ ფასშასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ბათუმის ოქლის დიდი ნაწილი, შავშეთი, იმერხევი და არდაგანი თუქრების ხელში გადადიოდა. რუსეთს არ უნდოდა აჭარა დაეთმო თურქეთისთვის, მაგრამ თურქები აჭარის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. რესპუბლიკური მთავრობა შეუთანხმდა რუსეთს, მოხსნენს ჯარები რუსეთის წინააღმდეგ და აჭარას შეუტიეს. ქართულმა არმიამ აჭარელ პატრიოტებთან ერთად რეგიონი თურქებისგან გაწმინდა და აჭარა საქართველოს შეუნარჩუნა.

 

როგორც გამოჩნდა, რუსეთზე არანაკლები წვლილი საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანელებს, სომხებს, თურქებს და ინგლისელებს მიუძღვით. სტალინისთვის საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის დაბრალება უბრალოდ გაუნათლებლობაა. ტერიტორიების დიდი ნაწილი საქართველომ 1918-21 წლებში დაკარგა. მაშინ, როდესაც 1924 წლამდე საბჭოთა კავშირის პირველი პირი ლენინი იყო. 1924 წლიდან 1929 წლამდე სტალინი საბჭოთა კავშირში პირველი პირის თანამდებობისთვის იბრძოდა.

 

1945 წელს სტალინის ბრძანებით საქართველოს გადაეცა ქლუხორისა და ახალხევის რაიონები. საქართველოს ტერიტორიამ დაახლოებით 80 000 კვ. კმ შეადგინა. თუმცა სტალინის სიკვდილის შემდეგ 1956 წელს მისმა მტრებმა საქართველოს ეს რეგიონები ისევ ჩამოაჭრეს და რუსეთს დაუბრუნს.

 

1945 წელს სტალინმა მიზნად დაისახა "საქართველოსთვის" ისტორიული ტერიტორიების დაბრუნება. მან თურქეთის მისამართით ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა. განაცხადა, რომ 1921 წელს თურქეთმა მოახდინა ართვინის, არდაგანის და ყარსის ოლქების ანექსია. თუ კი თურქეთს სურს მოკავშირეობა, მაშინ საზღვრები უნდა გაასწორონო. წინააღმდეგ შემთხვევაში მოკავშირეობა გამორიცხულიაო. სტალინმა შეიმუშავა თურქეთზე თავდასხმის გეგმა ტრაპიზონის-ყარსის და ერზრუმის მიმართულებით. მაგრამ თურქეთს დამცველად ა.შ.შ და ბრიტანეთი მოევლინა, ამიტომაც სტალინი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ჩანაფიქრის განხორციელებაზე.

 

სხვათა შორის სტალინის ბრძანებით 1944 წელს საქართველოდან, სამცხე-ჯავახეთიდან აყარეს და გაასახლეს ე.წ "თურქი მესხები" (ეთნიკური თურქები). სულ 120 000 თურქი დამპყრობელი გადაასახლეს შუა აზიაში. სტალინის დამსახურებაა, რომ დღეს ქვეყანაში, საქართველო-თურქეთის საზღვართან 300 000 თურქი არ ცხოვრობს და ეს მხარე გაქართველებულია, თორე დიდი თურქობა მონაგონი იქნებოდა.

 

მოამზადა: გიორგი ჯანაძე

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge