Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:02 16.03.2018
სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ათეული

წარმოგიდგენთ იმ 10 პროდუქტს, რომელიც სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

1. ჩიფსები და კარტოფილი-ფრი.

image

 

თავისთავად კარტოფილი არც თუ ისე სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მით უმეტეს ჩიფსებისა და ფრის სახით, როცა ამდენი ზეთისა თუ არომატოზატორების "წყალობით" მისგან კარცეროგენების გარდა აღარაფერი რჩება და, შესაბამისად, იზრდება ონკოლოგიური დაავადებებისა თუ ჭარბი წონის რისკი.

 

2. გაზიანი სასმელები.

image

ნებისმიერი სახის "შეღებილი", ბურთულებიანი სასმელი, იქნება ეს ლიმონათი, კოკა-კოლა, ფანტა თუ ა.შ. საშინლად მავნებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. როგორც წესი, ფასტ-ფუდს გაზიან სასმელს აყოლებენ. სინამდვილეში კოკა-კოლა უბრალოდ ამძაფრებს შიმშილის გრძნობას, რის შედეგადაც, უბრალოდ, კიდევ ერთი ჰამბურგერის ჭამის სურვილი გვიჩნდება. სხვათა შორის, კოკა-კოლა ლაითიც არაფრით არის ჩვეულებრივ კოკა-კოლაზე უკეთესი, რადგან შეიცავს დამატკბობლებს, რომლებიც შაქარზე მეტად მავნეა.

 

3. ფასტ-ფუდი.

image

 

ეს არის პროდუქტი, რომელსაც არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია გარდა იმისა, რომ არის სწრაფი და იაფი. ორგანიზმზე კი დამანგრევლად მოქმედებს. არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე შევცვალოთ ჰამბურგერი ყველის, სალათის ფურცლების, თევზისა თუ ქათმის ფილესგან მომზადებული უბრალო ბუტერბროდით, რომელსაც ყველანაირი სოუსისა თუ მაიონეზის გარეშე მივირთმევთ.

 

4. მაიონეზი.

image

აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ ორგანიზმისთვის მავნეა მაღაზიის მაიონეზი, რომელიც მზა სახით იყიდება და უამრავ ცხიმს, არომატოზატორს, გემოს გამაძლიერებელს შეიცავს, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზეც და წონაზეც. ეს ეხება ასევე ყველანაირ კეტჩუპსა თუ სოუსს. უბრალოდ შეცვალეთ მაიონეზი ნაკლებად ცხიმიანი არაჟნით, ეს გემრიელიც იქნება და ჯანმრთელიც. ან კიდევ, მოამზადეთ სახლში ნატურალური ინგრედიენტებისგან.

 

5. შაქარი და მარილი.

image

შაქარიც და მარილიც "თეთრი სიკვდილის" სახელითაა ცნობილი. მარილი ორგანიზმის მიერ წყლის შეთვისებას უშლის ხელს. შაქარი კი, თავადაც იცით, როგორი "მეგობარია" იმათთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს. ამ პროდუქტების სრულიად ამოღება რაციონიდან, რა თქმა უნდა არ გამოვა. მაგრამ შეგვიძლია მარილი ძალიან ცოტა რაოდენობით გამოვიყენოთ, ასე საკვების ნატურალურ გემოს უკეთ გავიგებთ და თანდათან შევეჩვევით კიდეც. შაქარს კი კარგი იქნება თაფლით თუ შევცვლით.

 

6. ალკოჰოლი.

image

ალკოჰოლის მავნებლობა ყველასთვის ცნობილია. როგორც ამბობენ, კვირაში ერთხელ დათრობაც კი უკვე ალკოჰოლიზმია...

 

7. ძეხვეული და შებოლილი ხორცი.

image

 

ვინ იცის ზუსტად რისგან არის დამზადებული ეს პროდუქტები? ხორცის დამარილებისა და შებოლვის მიზნია რაც შეიძლება დიდხანს შეინახოს პროდუქტი. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ყველანაირი სასარგებლო ელემენტები ქრება, ფუჭების პროცესი კი გრძელდება. მაგრამ ამას ვერავინ შენიშნავს არომატოზატორებისა და გემოს გამაძლიერებლების წყალობით.

 

8. შემწვარი.

image

 

ზეთსა თუ მარგარინში შეწვა პროდუქტში კლავს ყველანაირ სასარგებლო ელემენტებს და ამავდროულად წარმოქმნის კარცეროგენებს. ამას ისიც ემატება, რომ წვის დროს პროდუქტში წვენი იცვლება ცხიმით, რაც საკვებს უფრო კალორიულს ხდის. უკეთესი გამოსავალია თუ პროდუქტს ღუმელში შევწვავთ ან ორთქლზე მოვხარშავთ.

 

9. ტკბილეული

image


ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მავნეა მარმელადი, კარამელი თუ საღეჭი კანფეტები, რომლებიც დიდი რაოდენობით არომატოზატორებსა და საღებავებს შეიცავს. წარმოიდგინეთ, ასეთი კანფეტები უფრო მეტად მავნეა, ვიდრე ტორტის ნაჭერი. თუ მაინც ვერ ელევით ტკბილეულს, შეეცადეთ დაკმაყოფილდეთ თაფლით, ჩირებით ან შავი, მწარე შოკოლადით.

 

10. თეთრი პური

image

 

ამ პუნქტში იგულისხმება ხორბლის თეთრი ფქვილისგან დამზადებული ყველა პროდუქტი. ასეთი ფქვილი უკვე დაცლილია ორგანიზმისთვის სასარგებლო უჯრედისისგან. ამიტომ ამგვარ პროდუქტში სასარგებლო აღარაფერია. უკეთესია, მივირთვათ ცეხვილი პური, რაც გაცილებით მარგებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.



ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge