Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

13:29 15.03.2018
"ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მე მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ"

ლიბერალებმა, მემარცხენეებმა და უმცირესობის წარმომადგენლებმა ალენ დელონის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს. მსოფლიო კინოს კლასიკოსს შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო უპირისპირდებიან.

 

“ორმოცი წელია, დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი ოლანდის სამყაროში შეუძლებელია. ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს. მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს“, – აცხადებს ინტერვიუში მსახიობი.

 

საქმე ისაა, რომ მოსაზრებების გამო, მას საკუთარი შვილიც დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს “აღმაშფოთებელს” უწოდებს.

 

ამ დღეებში “ტოლერანტისტებმა“ თანამდებობას ჩამოაცილეს „მის საფრანგეთის“ ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე, თუმცა ისინი ამით არ კმაყოფილდებიან და მას კინოსტუდიის, „საპატიო ლეგიონის“ ორდენისა და “ცეზარის“ პრემიის ჩამორთმევითაც ემუქრებიან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge