Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:49 14.03.2018
,,თუ აშშ სირიაზე იერიშს აპირებს, უახლოეს დღეებში დაჯგუფების გაძლიერებას დაიწყებს" - ამირნ სალუქვაძე

ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

,,თუ აშშ სირიაზე იერიშს აპირებს, უახლოეს დღეებში დაჯგუფების გაძლიერებას დაიწყებს.


თუ დაიწყო ფლოტის და ავიაციის გადასროლა, უმძლავრეს დსრტყმას მიაყენებს.


ანიმაციებსაც უპასუხებს ამ ოპერაციით.


რუსეთი ვერ ჩაერევა, თუმცა, ლავროვი და თავდაცვის უწყება იმუქრებიან მძიმე შედეგებით და საპასუხო ქმედრბებით. ბაზის შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ არ დათმობს.


ფაქტია, რომ ღრმად ჩაეფლო ომში, თუმცა, ამბობდნენ არ შევტოპავთო.


თუ ასადი დაამხვეს, შემდეგი ნაბიჯი -ქურთების გაძლიერება.


როგორც შარშან დავწერე, სირიის სახელმწიფო დიდი ალბათობით დაიშლება, უცხოური სამხედრო კონტიგენტები დიდი ხნის განმავლობაში დარჩებიან.


მთავარი, რაზეც ბოლო ინტერვიუებში და ბლოგებში ვწერდი, სირიაში დაწყებული ახალი ფაზა - მონაწილე ქვეყნების ერთმანეთთან არაპირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მძაფრ ხასიათს იღებს და უშუალო შეჯახების საფრთხე დგება." - წერს იგი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge