Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:23 13.03.2018
ნიკოლოზ მჟავანაზე,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ღია წერილით მიმართავს

უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაზე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს ღია წერილით მიმართავს :

 

,,საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ მიხეილ ჯანელიძეს

 

ბატონო მიხეილ,

 

7 მარტს თურქეთის ქალაქ ართვინში ქართველი ოკუპანტებისგან ქალაქის განთავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს. სწორედ 97 წლის წინ, 1921 წლის მარტის დასაწყისში, ქემალისტების მოთხოვნით საქართველოს არმიის ნაწილებმა ართვინი და ტაო კლარჯეთიც დატოვეს.

 


7 მარტს ართვინის მუნიციპალიტეტში სპეციალური სხდომაც გაიმართა ამ თარიღთან დაკავშირებით, საღამოს ქუჩებში საზეიმო მსვლელობაც მოეწყო - ჩირაღდნებითა და თურქეთის დროშებით. ღონისძიებებში ართვინის მერმა, მუნიციპალიტეტის წევრებმა, თურქეთის გენშტაბის ნაწილებმაც მიიღეს მონაწილეობა. 

 


7 მარტს საღამოს მიტინგზე გამოსვლისას ართვინის მერმა მეჰმედ კოჯატეპესმა განაცხადა: ,,დუშმანების (ქართველების) განდევნაში თურქმა ხალხმა უდიდესი ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი გამოამჟღავნა, ოკუპანტების (იგულისხმება ქართველები) დამარცხებაში ჩვენ დიდი სისხლი დავღვარეთ და თურქეთი არასდროს დაივიწყებს თავისი გმირი წინაპრების სახელს''.

 


იმ დროს როცა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტმა შეაჩერა საკომიტეტო განხილვა დიდგორობის უქმედ გამოცხადების და ამ დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭების შესახებ, თურქეთი დიდი პომპეზურობით სამხედრო გენშტაბის და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით ქართველი ოკუპანტებისგან და დუშმანებისგან ტაო -კლარჯეთის განთავისუფლებას ზეიმობს.

 


მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ იქნას დაბარებული თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ასხნა- განმარტებებისთვის რათა თურქეთმა გასცეს პასუხი თუ ვინაა ოკუპანტი და დუშმანი დღეს თურქეთისთვის და არის თუ არა ყოველივე ურთიერთპატივისცემის და კეთილმეზობლური ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენება.

 

 

,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge