Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:48 13.03.2018
"დაწყნარდით, მე დავაფინანსე ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობა!!!"-შოთა გლურჯიძე

თეატრის მხატვარი შოთა გლურჯიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საზიზღარი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არა თუ ფული, ან ქონება, საკუთარი სიცოცხლე არ დაუზოგავს ლევან გაჩეჩილაძეს. არც არაფერი მოუთხოვნია არავისთვის, არც დაუყვედრებია. ოპერაცია დასჭირდა და სახელმწოფომ, ჩემი გადახდილი გადასახადებიდან დააფინანსა.


მე ამ კაცის ჯანმრთელობის დაფინანსება არ მენანება, იმდენი კი მაქვს გადახდილი რომ 30 ათასს მრავალჯერ სცილდება და გეუბნებით - დაწყნარდით,მე დავაფინანსე ლევან გაჩეჩილაძის ჯანმრთელობა!!!


ლევანი სჭირდება ჩემს ერს და ამიტომ დავაფინანსე და კიდევ ბევრი ლევანისნაირი ალალ-მართალი ქართველი გვჭირდება რომ ერი გვერქვას!!! "- წერს შოთა გლურჯიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge