Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

12:12 13.03.2018
,,არ დაუფინანსებია მერიას ტუჩების ბოტოქსი, სიმსივნიანი ადამიანის ოპერაცია დააფინანსა!" - მალხაზ თოფურია

მალხაზ თოფურია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"მილიონერი გრეჩიხა" დააფინანსა მერიამო... აწმუკუნდა ვინმე ხაბეიშვილი, რომელიც პატრიოტთა ბანაკის ბუჩქებიდან პირდაპირ "ზამ მინისტრას" კრესლოში მოხვდა თავის დროზე და პრემიად აღნიშნულ თანხას (30 ათას ლარს) ყოველ მეორე თვეში იწერდა...


არ დაუფინანსებია მერიას "ტრ@@ის აწევა" ან ტუჩების ბოტოქსი, რომლის სერვისითაც ხაბეიშვილის მოძრაობის "მრავალჭირნახული" ცოლები სარგებლობდენ, სიმსივნიანი ადამიანის ოპერაცია დააფინანსა მოკრძალებულ თურქულ კლინიკაში! რომელიც არა თუ მილიონერი არაა, რბილად რომ ვთქვათ ვალებშია და ეს ვალები მნიშვნელოვან წილად იმას უკავშირდება, დღეს დორბლიანი კაცის კისკისი რომ არ გვაღვიძებს ყოველ ცისმარე დღეს...


მაგრამ სამარცხვინოები ხართ ნაბიჭვარ ხაბეიშვილის ამ შავ პიარზე წამოგებულები." - წერს იგი. 

 

 

შეგახსენებთ: ოპოზიციის მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ქალაქის მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან სოციალური სამსახურის შუამდგომლობით ლევან გაჩეჩილაძეს 30 ათასი ლარი გამოუყო. დოკუმენტებს ხელს კახა კალაძე აწერს.

 

შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს საზღვარგარეთ მკურნალობისთვის სჭირდებოდა.

 

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ იმ პირების სოციალური მდგომარეობის შესწავლა, ვინც მკურნალობისთვის ფინანსურ დახმარებას ითხოვს, თანხის მისაღებად აუცილებელი პირობა არ არის.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge