Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:33 12.03.2018
დემნა გვასალიას საზაფხულო ჩუსტები 595 დოლარი ღირს

ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ გაზაფხული/ზაფხული 2018-ის კოლექციას ჩუსტები შეჰმატა. ჩუსტები შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და წინ კომპანიის ლოგო ახატია. 

 

ჩუსტების ფასი 595 ამერიკული დოლარია.

 

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ კრიტიკოსები და მსოფლიო მედია აალაპარაკა. Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე გამოვა ჩაკეცილი ფეხსაცმელი – მოდის ახალი ტენდენცია დემნა გვასალიასგან.

 

ჩაკეცილი ფეხსაცმლის ღირებულება, საშუალოდ, 855 ბრიტანული ფუნტიდან (2900 ლარი) იწყება. გვასალიას კოლექციაში ასევე არის წინდები 120 დოლარად.

ავტორ(ებ)ი : imedinews.ge