Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

15:49 12.03.2018
ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემები და გამოწვევები

,,ჯორჯიან თაიმსი“ დაინტერესდა, თუ როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში და რამდენად ხელსაყრელი პირობებია ამ მიმართულებით.  

 

 

 

ბოლოს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ საქართველოს ბიზნესგარემოს განვითარება დადებითი ტენდენციით ხასიათდება, რაც ძირითადად გამოწვეულია საკანონმდებლო რეფორმებით.

 

 

 

ბიზნესგარემოს განვითარების შესახებ რეკომენდაციებს ამზადბენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკოსებსაც აქვთ საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ბიზნესი ან/და კონკრეტული დარგი საქართველოში. თუმცა საინტერესოა, რას ფიქრობს კერძო სექტორი, რა მიმართულებით ითხოვს იგი მხარდაჭერას და ვისგან.

 

 

 

მნიშვნელოვანია გატარდეს ერთიანი პოლიტიკა როგორც სახელმწიფოს, ასევე საერთაშორისო სექტორის მხრიდან, რათა რეალურად მოხდეს ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემებისმოგვარება. მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელებისათვის კი აუცილებელია, ზუსტად მოხდეს აღნიშნული პრობლემების იდენტიფიკაცია და რანჟირება.

 

 

 

ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა 10 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ქართული ბიზნესი დღეს.ყველაზე მეტად პრობლემატურ საკითხად კვლავაც ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კანონი გაუქმდა, მეწარმეთათვის მაინც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის აღქმა და სწორად გაგება. ამასთან, ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები იწვევს ინფორმირებულობის საკმაოდ დაბალ დონეს.ნათელია, რომ კანონები ძალიან მარტივ და ყველასათვის გასაგებ ენაზე ვერ დაიწერება.

 

 

 

კერძო სექტორის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა

 

 

კერძო სექტორის აზრით, სახელმწიფოსა და მას-მედიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რაც საკმაოდ შეესაბამება გამოვლენილ პრობლემებს. მეწარმეთა აზრით, სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს ზომები, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და არსებული ბიზნესების სწრაფ განვითარებას.რესპოდენტების ინტერესთა კონცენტრაცია ისევ და ისევ კანონების გამარტივებისკენ არის მიმართული, როდესაც კანონის გამარტივებისას გათვალისწინებული იქნება ბიზნესმენების მოსაზრებები. შემდეგ კი, კანონი უფრო პრაქტიკაზე მორგებული და მოქნილი გაზდება.

 

 

 

სესწავლილ საწრმოთა 63%-ის აზრით, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის აუცილებელია დარგების ან/და მცირე საწარმოებისთვის შეღავათების დაწესება. ეს უკანასკნელი მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია სტრატეგიული დარგების გასავითარებლად. კონკრეტული დარგებისტვის ან მცირე ზომის საწარმოებისთვის შეღავათების დაწესებისას შეიძლება გამოვიყენოთ მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა ქართული რეალობის გათვალისწინებით 

 

 

 

სახელმწიფოს როლი ბიზნესგარემოს განვითარებაში

 

 

 

 

ქართული ბიზნესის აზრით, მას-მედიასაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში. რესპოდენტთა 39%-ს მიაჩნია, რომ მედიამ მეწარმეებს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია ბიზნეს საკანონმდებლო სიახლეების შესახებ. 31% კი ფიქრობს, რომ ბიზნესისთვის აქტუალური საკითხების გაშუქებით მედია შეუწყობს ბიზნესგარემოს განვითარებას. მეწარმეების 29% მედიის როლს სახელმწიფო ორგანოებსა და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობაში ხედავს.

 

 


მას-მედიი როლი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში

 

 

 

 

 

დღეისათვის, ბიზნეს სექტორში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ,,ჯორჯიან თაიმსი“  ტელეწამყვანსა და ბიზნეს ექსპერტს, - აკაკი გოგიჩაიშვილს ესაუბრა:

 

 

 

,,ბიზნესის მიმართულებით, ძირითადი პრობლემა საფონდო ბირჟის განუვითარებლობაა. შესაბამისად, ინვესტორს,რომელიც შემოდის და რომელიმე კომპანიის ყიდვას აპირებს, - არ აქვს მექანიზმი სამართლიან ფასზე მიიღოს წარმოდგენა და არ აქვს წვდომა ბანკების ალტერნატიულ საფინანსო რესურსებზე. მთავრობამ ამ ცოტა ხნის წინ გამოაცხად,რამდენიმე საგადასახადო რეფორმა, რაც, თავისთავად,კარგია,თუმცა, მაინც მაღალია ბიუროკრატიის სუბიექტური როლი ბიზნესისთვის საჭირო პროცედურებში . სასამართლო სისტემა კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.




განსაკუთრებით სწორედ ბიზნეს-დავების საკითხებშია ეს პრობლემა. ანუ ბოლო ინსტანციაც - ჩაკეტილია. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს-ასოციაციების როლი, რომელიც დაიცავს და გვერდში დაუდგება კოლექტიური სახელით ამა თუ იმ კომპანიას, რამაც იმუშავა ფილიპ-მორისისა და ბრითიშ-ამერიქან თობაქოს შემთხვევაში, რომელთაც, 100 მილიონი დოალრის ჯარიმები გამოუწერა მოსამართლემ და მერე ლობირების შედეგად, აპელაციამ გააუქმა.




პრობლემაა ასევე მიუკერძოებელი და პროფესიული მედიის არარსებობა, როგორც დაცვისა და ინფორმაციის მიღების მექანიზმის. პრობლემაა კადრების დაბალი კვალიფიკაცია და პოპულარული წნეხის ქვეშ სულ უფრო მზარდი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ, ახალ-ახალი რეგულაციები და ჯარიმები.“- განაცხადა აკაკი გოგიჩაიშვილმა ,,ჯორჯიან თაიმსთან" საუბარში. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge