Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

12:51 12.03.2018
პოლიციამ ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. ჩატარებული აქტიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებმა 1975 წელს დაბადებული ვ.წ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით,  ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ  გ.რ.-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სანადირო თოფიდან  გასროლით  სხეულზე სასიკვდილო  ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. გ.რ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.



სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს,   საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge