Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

11:35 12.03.2018
ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი  პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამეგრელოს რეგიონში   18 000 ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანი კუპიურები გაასაღა.  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 11 ერთეული ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის  მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge