Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:34 07.03.2018
"მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში!" - მაია ასათიანის მიმართვა

მაია ასათიანმა მის გარშემო გავრცელებულ ხმებს თავადვე უპასუხა სოციალური ქსელის მეშვეობით და მიმართვა გაავრცელა:



"უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს თქვენი თანადგომაა! მეგობრებო, არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge