Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:18 06.03.2018
თაფლისა და ნიგვზის სამარხვო ნამცხვარი

ინგრედიენტები:

 

ფქვილი - 1,5 ჭიქა

გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ

შაქარი - 200 გ

წყალი ან წვენი - 250 მლ

სხვადასხვა ჩირები - 0,5 ჭიქა (ქიშმიში, კურაგა, შავი ქლიავი ან ყველაფრის ნარევი)

ნიგოზი, დაჭრილი - 0,5 ჭიქა

თაფლი - 2 ს/კ

ზეთი - 0,5 ჭიქა

კაკაო - 2 ს/კ

დარიჩინი - 1 ჩ/კ

 

 

 

მომზადების წესები


200 გ შაქარი, 250 მლ წყალი (ან წვენი), 2 ს/კ თაფლი და 0,5 ჭიქა ზეთი აურიეთ ერთმანეთში. დადგით ცეცხლზე და გააცხელეთ 60 გრადუსამდე.

 

ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ გაცრილი ფქვილი, 2 ს/კ კაკაო, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი და 1 ჩ/კ დარიჩინი.

 

ხელის ზამბარით ან მიქსერით შეაერთეთ ორი მასა: მშრალი და სველი. დაუმატეთ ჩირების ნარევი და დაჭრილი ნიგოზი.

 

მიღებული მასა გადაიტანეთ სილიკონის ფორმაში და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთის განმავლობაში.

 

გამომცხვარ კექსს ზემოდან შეგიძლიათ გადაუსვათ სასურველი ჯემი. 

 

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge