Powered by Jasper Roberts - Blog

    

 

 

16:17 06.03.2018
,,ასეთი წნეხი ყველაზე წარმატებულ კომპანიებზე მიმდინარეობას''-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბადაგონის საქმეს ეხმაურება : 

 

 

,,ეს არის ძალიან სამწუხარო პროცესი როცა სწორედ ყველაზე წარმატებულდარგის ყველაზე წარმატებულ კომპანიაზე მიმდინარეობს ასეთი წნეხი. ქვეყანაში სადაც თავისი საექსპორტო ძალების დაცვის ნაცვლად სახელმწიფო უწყებები მონაწილეობენ კომპანიის შევიწროებაში, სადაც სამოქალაქო დავები სამოქალაქო სასამართლოში არ წყდება, და სადაც კერძო პირებმა ვის უკანაც ძველი ხელისუფლების ბიზნესმენები ტრიალებენ, შეუძლიათ კომპანიის საქმიანობა შეაფერხონ რა ბიზნეს გარემოზე და სტაბილურობაზე შეიძლება ლაპარაკი. ყველამ უნდა ვისურვოთ რომ ეს საქმე სამართლებრივ ჭრილში დაბრუნდეს და გარე თუ შიდა არა კეთილმოსურნე ძალებმს ქართულ ეკონომიკის წარმატებულ სფეროს ზიანის მიყენების საშუალება არ მივცეთ.

ევროპაში ასეთი საქმეები სასამართლოთი წყდება და არა ფონანსურ პოლიციის შევარდნით. 

ეს იმ შემთხვევაში თუ ევროპელობას ვიჩემებთ!"

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge