Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

14:18 05.03.2018
ლევან იზორიას და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩის შეხვდრის დეტალები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იოჰანეს დაუმას შეხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ლევან იზორიამ ხაზი გაუსვა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სტრუქტურების თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.

 


შეხვედრისას მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge