Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:42 03.03.2018
"ტატუნაშვილის ცხედარზე ტრავმების კვალი არ აღმოჩნდა"-ოკუპირებული ცხინვალი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზამ ტრავმების კვალი ვერ აღმოაჩინა, - ამის შესახებ ექიმმა, სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა ინალ ტეხოვმა ცხინვალში ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედარს მან ექსპერტიზა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს ჩაუტარა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

 

“რაიმე სახის სისხლჩაქცევა, შიდა ორგანოების ტრავმა, თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. თავის ქალის, ზედა და ქვედა კიდურების, ნეკნების, ხერხემლისა და მენჯის ძვლები მთელი იყო“, - განაცხადა ტეხოვმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ გულის გამოკვლევისას დადგენილია იშემიის ზონის სახით მწვავე სისხლძარღვოვანი უკმარისობის ნიშნები.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge